გაზეთ ”რეზონანსის” სტატიაში ”მიიღებს თუ არა 190 პოლიტპატიმარი კომპენსაციას” ნათქვამია, რომ საპყრობილეების დატოვების შემდეგ საჭიროა ამ ადამიანთა სრული რეაბილიტაცია. ”თუ საქართველო აღიარებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არიან, მხოლოდ მათი გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ მათ წინაშე ვალდებულება მოიხადა”, -ვკითხულობთ სტატიაში, რომლის რესპონდენტები ძირითადად ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე, მაგალითად, ამბობს, რომ შესაძლებელია სახელმწიფომ შექმნას იმის გარანტია, რომ ადამიანებს თავიანთი საქმეების სასამართლოში გადასინჯვის, შემდეგ კი კომპენსაციის მოთხოვნის საშუალება ჰქონდეთ, თუმცა საკანონმდებლო დონეზე ჯერ ამის მექანიზმი არ არსებობს.
რატომ არ ჩასვეს ირაკლი დოკვაძე პოლიტპატიმართა სიაში?! კითხულობს, თავის მხრივ, გაზეთი ”ვერსია”, ამ კითხვაზე პასუხს კი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იძლევა. მისი პასუხის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილმა კომისიამ, რომელშიც თავადაც შედიოდა, ცოლ-ქმარ გოჩა კვრიჭიშვილისა და ელზა გულიაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში მოკვლის მცდელობისთვის 30 წლით დაპატიმრებული ირაკლი დოკვაძე პოლიტპატიმრად აღიარა, თუმცა სიაში, რომელიც პოლიტიკური პატიმრების თაობაზე პარლამენტის კომიტეტს ჰელსინკის ჯგუფმა გადასცა, ირაკლი დოკვაძე არ იყო. ეკა ბესელია ამბობს, რომ ამას გარდა, საპარლამენტო კომიტეტს არც დოკვაძის საქმის მასალები მიუღია, რის გარეშეც სტატუსის მინიჭება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ მასალები დეპუტატ გუჯაბიძის მეშვეობით დღეისათვის, სავარაუდოდ, უკვე უნდა იდოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში. ამას გარდა, უახლოეს დღეებში ირაკლი დოკვაძის ადვოკატი საქმის შესწავლის მოთხოვნით მთავარ პროკურატურასაც მიმართავს.
გაზეთი ”ვერსია” კი დღეს ცდილობს მკითხველს იმ ”კორუფციული სქემის” დეტალები განუმარტოს, რის გამოც ”კემპინსკის” წარმომადგენლებმა საქართველო დატოვეს. გაზეთის თანახმად, არაბული ”დაბი ჯგუფის” ერთ-ერთი მენეჯერის, სამი ედუარდისა და ქართველი მაღალჩინოსნების თაღლითურ სქემაში მონაწილეობის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა სწავლობს. გაზეთის რესპონდენტი და ინფორმაციის ძირითადი წყაროა საქართველოს საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი გიორგი სეთურიძე, რომლის თანახმად,”დაბი ჯგუფის” ხელმძღვანელის აფერასთან კავშირი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს და დედაქალაქის მერს გიგი უგულავასაც აქვთ.
გაზეთ ”24 საათის”ფურცლებზე ეროვნული კინოცენტრის სამი წლის საქმიანობის შედეგებს ცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი აჯამებს. მას მიმდინარე წლის თებერვალში თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება და გაზეთ ”24 საათისათვის” მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, რომ შეთავაზების შემთხვევაშიც კი იგი თანამდებობაზე აღარ დარჩება. თუმცა აღნიშნავს, რომ კინოცენტრის დირექტორობა პოლიტიკური თანამდებობა არ არის და ამიტომ ამ თანამდებობაზე მყოფმა ადამიანმა ხელი უნდა შეუწყოს როგორც პოლიტიკური, ისე აპოლიტიკური მესიჯის მქონე პროექტების განხორციელებას.