პრესა ცდილობს დაადგინოს ვინ იქნება მომავალი მთავარი პროკურორი. „ალია“ წერს, რომ ორ კანდიდატურაზეა ლაპარაკი: „ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრები ცდილობდნენ შეერჩიათ ისეთი კანდიდატურა, რომლის წესიერებაში, კვალიფიციურობასა და პრინციპულობაში ბოლომდე იქნებოდნენ დარწმუნებულნი. ასეთად კი, წყაროს ინფორმაციით, მათ მთავარი პროკურორის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი ირაკლი შოთაძე და ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი მიიჩნიეს (წყაროს თხოვნით, მის ვინაობას არ ვასახელებთ - ვიწრო წრემ იცის და არ მინდა გავიშიფროო)“. „ალია“ამბობს, რომ შოთაძის ბიოგრაფიაში „გარკვეულ ხარვეზს წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობა“, მეორე კანდიდატზე კი წერს, რომ ის წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურაში და ახლა ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანია: „ალიას“ წყარო მას უაღრესად პრინციპულ, კვალიფიციურ და წესიერ ადამიანად ახასიათებს. წყაროს თქმით, ამ კანდიდატურის დასახელების შემთხვევაში პროკურატურაში მუშაობა იმაზე ბევრად აქტიური და აგრესიული იქნება, ვიდრე ეს ოთარ ფარცხალაძის დროს იყო“.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი „რეზონანსს“ეუბნება: „დღეს მთავარი პროკურორი თავისი სამართლებრივი სტატუსით იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგთანაც არ არის გათანაბრებული - როგორ მოგწონთ?! ასეთ პროკურორს ევალება კოორდინაცია გაუწიოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და მან უნდა მართოს სამართალდაცვის ორგანოების საქმიანობა სასამართლომდე. ეს არარეალურია და არც ხდება“.
„ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მთავარი პროკურორისთვის აუცილებელ თვისებებს ჩამოთვლის უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე: „როგორი უნდა იყოს პროკურორი? განათლებული, პრინციპული, მხედველობაში უნდა მიიღოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. დიდი ფილოსოფია არ არის საჭირო, რომ სუფთა ბიოგრაფია უნდა ჰქონდეს, პროფესიონალი უნდა იყოს. სულ სამად სამი მოთხოვნა არის. ვფიქრობ, ასეთი ადამიანი მოინახება. მაგალითად, არჩილ კბილაშვილს ჰქონდა ისეთი ბიოგრაფია, რომელზეც ვერავინ იტყოდა, რომ გადაცდომა ჰქონდა, მაგრამ მის მიმართ იყო პრეტენზია, რომ ის გადამჭრელ ზომებს არ იღებდა. თუმცა შეიძლება ეს პირველი წლის განმავლობაში, როდესაც კოჰაბიტაციის რეჟიმში ვიყავით, გამართლებული იყო“.
„ახალ თაობას“ არასაპარლამენტო ოპოზიციის გეგმებზე ელაპარაკება „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. ის თვლის, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის სწორი იქნება არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება: „ამიტომაც მე ვიცი, რომ ხელისუფლებას დაწყებული აქვს უკვე სეპარატისტული მოლაპარაკებები სხვადასხვა პარტიებთან, ზოგის მოსყიდვა, ზოგის მოქრთამვა, ზოგის კიდევ სხვა მეთოდებით გადმობირება, რომ მერე გაერთიანება არ შედგესო“, ამბობს კუკავა და უახლოეს დღეებში არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივით გამოსვლას აპირებს.
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია საქართველოში სუროგაციის ბიზნესზე ელაპარაკება „ალიას“ და დაურთავს: „ექსკლუზიურად გეტყვით, რომ საქართველოში მოქმედებს საერთაშორისო ქსელი, რომელთაც ჰყავთ კონკრეტული ადამიანები წარმომადგენლებად, მათი გვარ-სახელებიც ვიცი, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან ამ ქსელში. საჭიროების შემთხვევაში გამოძიებას, რა თქმა უნდა, მათ ვინაობას გავუმხელ. გეტყვით, რომ ეს ადამიანები მოძრაობენ განვითარებად ქვეყნებში - ინდოეთში, მალაიზიაში. ისინი ხელს უწყობენ სუროგაციის გზით გაჩენას და შემდეგ ხდება ან ბავშვების ორგანოებით ვაჭრობა, ან ბავშვების გაყიდვა. ძირითადად ამ ბავშვებს ყიდიან ერთსქესიან ოჯახებზე“.
„რეზონანსი“ წერს, რომ „თბილისში „ხრუშჩოვკებისა“ და ავარიული კორპუსების დანგრევა და მათ ადგილზე საცხოვრებელი სახლების აშენება იგეგმება. ეს ინიციატივა თბილისის საკრებულოს ეკუთვნის. უწყების ინფორმაციით, ამ პროექტს არაბი ინვესტორები განახორციელებენო“, წერს გაზეთი, რომლის ინფორმაციით, თბილისში 200-მდე ავარიული სახლია, რომელთაგან 70-მდე აღდგენასა და შემდგომ ექსპლუატაციას აღარ ექვემდებარება.