Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რკინიგზა ჩიხში


„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები, ხელფასების გაზრდისა და სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან დიალოგის დაწყებას მოითხოვენ. პროფკავშირების გაერთიანებამ, მთავრობის ყურადღების მისაქცევად, ერთი კვირის წინ გამაფრთხილებელი აქცია გამართა. რკინიგზის პროფკავშირი ამჯერად სრულფასოვანი გაფიცვით იმუქრება. რას ითხოვენ რკინიგზელები და რა უშლის ხელს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას?

„ეკონომიკის ახალი მინისტრის თხოვნის საფუძველზე, ჩვენი გაფიცვა გასულ კვირას შემოიფარგლა 2 საათით. ასევე, შევაჩერეთ ყოველგვარი საპროტესტო მოძრაობა. ვთხოვთ მინისტრს ან მის პირველ მოადგილეს, შეგვეხმიანოს დაპირებისამებრ და დავიწყოთ დიალოგი რკინიგზელთა უკიდურესად მწვავე პრობლემების გარშემო", - ესაა ფრაგმენტი რკინიგზის პროფკავშირის მიერ გავრცელებული განცხადებიდან, რომელსაც პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის ვიტალი გიორგაძის თქმით, მთლიანად იზიარებენ „საქართველოს რკინიგზაში“ მომუშავე მემანქანეები, მემანქანეების თანაშემწეები, სალიანდაგო სამსახურის თანამშრომლები, სალოკომოტივო და სავაგონო დეპოების თანამშრომლები, სხვადასხვა სადგურის, სასიგნალო-საკონტროლო, ასევე, სარემონტო და სხვა სამსახურების წარმომადგენლები.

„პროფკავშირის და ამ ხალხის მიზანი არ არის ის, რომ ორგანიზაციას რაიმე პრობლემა შეექმნას. უბრალოდ, გვინდა კონსტრუქციული დიალოგი. დაასაბუთონ, თუ რატომ არ ჰქონდათ თანამშრომლებს ნორმალური ხელფასები და წამოვიდნენ დიალოგზე... ორშაბათამდე ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ გამოგვეხმაურებიან და დავიწყებთ მოლაპარაკებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გზა არ გვექნება და დავიწყებთ სრულმასშტაბიან გაფიცვას“, - უთხრა ვიტალი გიორგაძემ რადიო თავისუფლებას.
ზეინკლებს სპეცტანსაცმლები არ აქვთ. მოაქვთ ყოვლად უვარგისი, რომელსაც არ აქვს ღილები, არ აქვს ცალი ტოტი... არ არის მარაგნაწილები... არაფერი არ არის... ამას ყველაფერს ყურადღება უნდა მიექცეს, ამას ვითხოვთ...
ზეინკალი


ვიტალი გიორგაძის თქმით, თუ არაფერი შეიცვალა, სრულმასშტაბიანი გაფიცვა, საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად, გამაფრთხილებელი გაფიცვიდან ორი კვირის თავზე, ანუ 7 ნოემბერს, იმავე მოთხოვნებით გაიმართება.

„ზეინკლები ვართ და გვაქვს ძალიან დაბალი ხელფასი. დაგვიკლეს წელიწად-ნახევრის წინ. ახლა ვთხოულობთ მის მომატებას. ასევე ვითხოვთ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთმა მონაწილემ, რომლის ნათქვამს იქვე მყოფმა ზეინკალმა დაამატა:

„ზეინკლებს სპეცტანსაცმლები არ აქვთ. მოაქვთ ყოვლად უვარგისი, რომელსაც არ აქვს ღილები, არ აქვს ცალი ტოტი... არ არის მარაგნაწილები... არაფერი არ არის... ამას ყველაფერს ყურადღება უნდა მიექცეს, ამას ვითხოვთ“.

რკინიგზელებისა და რკინიგზის პროფკავშირის განცხადებას ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გაფიცვის მონაწილეთა მოთხოვნების სამართლიანობაში ეჭვი შეიტანა:
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

„არ ველოდებოდი რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვას. არ გამოვრიცხავ, რომ იქ გარკვეული ტიპის საბოტაჟიც კი იყო, რადგანაც იქ ხელფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა სფეროებში. თუმცა ესეც უნდა განვიხილოთ...“

მაგრამ, დაპირების მიუხედავად, განხილვა არ შემდგარა. რკინიგზელთა პრობლემებზე არც 31 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე უმსჯელიათ. უშედეგო აღმოჩნდა რადიო თავისუფლების მცდელობაც გაერკვია საკითხისადმი ეკონომიკის მინისტრის დამოკიდებულება. რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობას, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გაგნიძის თქმით, არ არსებობს გაფიცვის ობიექტური საფუძველი:

„თანამშრომლებს უკვე მოემატათ ხელფასები და ასეთი არის მთლიანი კონტინგენტის 90%, რომელიც დაკმაყოფილდა იმ ხელფასებით, რაც დავუწესეთ. არის მცირე რაოდენობა იმ თანამშრომლებისა, რომლებმაც 2011 წლებშივე იცოდნენ, რომ 2012 წლის 1 დეკემბერს უნდა მოხდეს მათი ხელფასების ზრდა. ზეინკლის ხელფასი წლის დასაწყისში იყო 508 ლარი, 1 დეკემბრიდან მათი ხელფასი ხდება 708 ლარი. ამავე პერიოდში მემანქანის ხელფასი გახდება 1250 ლარი. მემანქანეთა აბსოლუტური უმრავლესობა იღებდა ამაზე ნაკლებს“.

ასეც რომ არ იყოს, გიორგი გაგნიძის თქმით, იმის გამო, რომ „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორის უფლებამოსილება შეჩერებულია, ხოლო ახლის დანიშვნამდე დირექტორთა საბჭო ვერ შეიკრიბება, ფაქტობრივად, შეუძლებელია სახელფასო ფონდის
შეიძლება გადამზიდავებისთვის არასაიმედოდ გამოჩნდეს საქართველოს „სატრანსპორტო დერეფანი“, რაც, ვფიქრობ, იმ გეგმით, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ, ამის წინაპირობას არ იძლევა, რადგანაც აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი თანამშრომლებისა კმაყოფილია დღეს არსებული ხელფასებით...
გიორგი გაგნიძე

შეცვლა. ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნა და, შესაბამისად, რკინიგზელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება კი ხელეწიფება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც ჯერჯერობით არც ჟურნალისტების ძალისხმევას პასუხობს და არც რკინიგზის პროფკავშირის განცხადებას, რომელშიც ვკითხულობთ:

„მიუხედავად საქართველოს კანონმდებლობით მოცემული გაფიცვის უფლებისა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამაფრთხილებელი გაფიცვიდან 2 კვირაში ჩავატაროთ სრულმასშტაბიანი გაფიცვა, გვესმის რა პასუხისმგებლობის სიმძიმე ქვეყნის წინაშე, მზად ვართ მოლაპარაკების და დიალოგის სანაცვლოდ არ გამოვიყენოთ აღნიშნული უფლება".

თუ დიალოგი არ შედგა და საქმე გაფიცვამდე მივიდა, საქართველოს გაუჭირდება მნიშვნელოვანი ზარალის თავიდან აცილება, თუმცა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი გაგნიძე იმედოვნებს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და რკინიგზის მუშაობა არ შეფერხდება.

„შეიძლება გადამზიდავებისთვის არასაიმედოდ გამოჩნდეს საქართველოს „სატრანსპორტო დერეფანი“, რაც, ვფიქრობ, იმ გეგმით, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ, ამის წინაპირობას არ იძლევა, რადგანაც აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი თანამშრომლებისა კმაყოფილია დღეს არსებული ხელფასებით. ხედავენ, რომ წლების განმავლობაში პერმანენტულად ხდებოდა ხელფასების ზრდა და არ მგონია, რომ, ჯამში, „საქართველოს რკინიგზაში“ იყოს ისეთი მდგომარეობა, რომ თანამშრომლებმა ასეთი გაფიცვების მოწყობა გადაწყვიტონ“, - უთხრა გიორგი გაგნიძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG