Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში მილიონამდე ახალი მიგრანტია რეგისტრირებული


მიგრანტები ავსტრიისა და გერმანიის საზღვარზე
მიგრანტები ავსტრიისა და გერმანიის საზღვარზე

გერმანიამ 2015 წლის პირველ 11 თვეში 965 ათასი მიგრანტი გაატარა რეგისტრაციაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათგან ნახევარი სირიიდან არის. სირიელებს მოჰყვებიან ავღანელები და ერაყელები, მათი რაოდენობა შესაბამისად 13 და 10 პროცენტია. ლტოლვილთა რაოდენობა, ზამთრის სიცივის მიუხედავად, არ მცირდება. გერმანიაში ჩასულ მიგრანტთა რაოდენობა შარშანდელ მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება. გერმანია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მიღების მხრივ პირველ ადგილზეა ევროპის ქვეყნებს შორის. ყველა მსურველი თავშესაფრის მქონის სტატუსს არ იღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG