1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ მოსკოვში ხელი მოაწერეს თავდაუსხმელობის პაქტს, რომლის შედეგადაც, მომდევნო თვეში საბჭოთა კავშირი და გერმანია პოლონეთში შეიჭრნენ. შეთანხმება "მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის" სახელით არის ცნობილი, რადგან მას ხელი მოაწერეს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა. ამ შეთანხმების შედეგად ჰიტლერს შეეძლო პოლონეთზე თავდასხმა საბჭოთა კავშირის საპასუხო რეაქციის შიშის გარეშე. ამავე დროს, ჰიტლერმა და სტალინმა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა საკუთარი „გავლენის სფეროებად“ გაინაწილეს.
75 წლის წინ: მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი

1
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოახიმ ფონ რიბენტროპი (მარცხნივ), საბჭოთა კავშირის ლიდერი იოსებ სტალინი და საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი (მარჯვნივ) ერთმანეთს კრემლში ხვდებიან თავდასუხმელობის პაქტზე ხელის მოსაწერად. 1939 წლის 23 აგვისტო.

2
მოლოტოვი ხელს აწერს შეთანხმებას. საბჭოთა კავშირს პაქტმა საშუალება მისცა ძალები მოეკრიფა კონფლიქტის დაწყებამდე, რომელიც გარდაუვალი ჩანდა.

3
რიბენტროპი ხელს ართმევს სტალინს მეგობრობის, თანამშრომლობისა და დემარკაციის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ. ეს ხელშეკრულება თან სდევდა თავდაუსხმელობის შეთანხმებას.

4
დამატებითი საიდუმლო შეთანხმების ბოლო გვერდი გერმანულ ენაზე. ამ შეთანხმებით, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა "გავლენის სფეროებად" გაიყო.

5
იგივე დოკუმენტი რუსულ ენაზე.

7
გაზეთ "იზვესტიას" მიერ 1939 წლის 18 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის მიერ პოლონეთზე თავდასხმამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებული რუკა, რომელზეც ნაჩვენებია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად გავლებული სადემარკაციო ზოლი.

8
გერმანიის და საბჭოთა კავშირის ჯარები ერთმანეთს ხვდებიან სადემარკაციო ზოლთან, ეგრეთწოდებულ "მშვიდობის საზღვართან". 1939 წლის სექტემბერი.

9
საბჭოთა კომისარი ვლადიმირ ბოროვიცკი გერმანელ ოფიცრებს ხვდება ორი ქვეყნის არმიების მიერ პოლონეთის განაწილების დეტალების განსახილველად. ფოტო გადაღებულია ოკუპირებულ ბრესტ-ლიტოვსკში (დღევანდელი ბრესტი, ბელორუსია).

10
გერმანელი და საბჭოთა ჯარისკაცების შეხვედრა ბრესტში. 1939 წლის 22 სექტემბერი.

11
საბჭოთა და გერმანელი ჯარისკაცები გამარჯვების ერთობლივ აღლუმს გეგმავენ ოკუპირებულ ბრესტში. 1939 წლის 22 სექტემბერი.