Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გაზიფიცირება იმერეთის სოფლებში მოსახლეობის მოთხოვნად რჩება


სოფელი პირველი სვირი
სოფელი პირველი სვირი

იმერეთის 529 სოფლიდან თითქმის მესამედი, 174–ია გაზიფიცირებული. მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად ბუნებრივი აირის მისაწოდებლად ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება მუნიციპალიტეტების 20 სოფელში, ერთდროულად. იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის, განცხადებით, კომუნალური პირობების გაუმჯობესება - მათ შორის, გაზიფიცირება - სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნად რჩება. იმერეთის სოფლებში მცხოვრებნი რადიო თავსუფლებასთან საუბარში ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებით გლეხებს შრომა უმსუბუქდებათ, რადგან ის შეშასთან შედარებით იაფი და ხელმისაწვდომია. იმ სოფლების მოსახლეობა, რომლებიც გაზით მარაგდება, ამბობს, რომ ქსელი გამართულია და ტექნიკური პრობლემები არ ექმნებათ.

გადმოწერა

ბუნებრივი აირის მიწოდებას აქტიურად ითხოვს იმერეთის იმ სოფლების მოსახლეობა, სადაც ის ამ დრომდე არ არის. სოფლად მცხოვრებნი ფოქრობენ, რომ თუ საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, სოფლები, შესაძლოა, მოსახლეობისგან არ დაიცალოს.

იმერეთის მხარის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მათთვის სოფლად მცხოვრებთა მოთხოვნები და საჭიროებები ცნობილია და ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობენ ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიასთან. იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის, ინფორმაციით, მხარის 174 სოფელში ამჟამად ბუნებრივი აირი 37 ათასზე მეტ კომლს მიეწოდება. ამასთან, გაზიფიცირების სამუშაოები ერთდროულად 20 სოფელში მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში ბუნებრივ აირს დამატებით 11 ათასი აბონენტი მიიღებს.

იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძისავე განცხადებით, იმერეთის სოფლების მთაგორიანი მდებარეობა და მოსახლეობის სიმწირე გაზიფიცირების პროცესს აფერხებს, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ყველაზე ხშირად კომუნალურ პრობლემებს შორის გაზმომარაგების უქონლობას ასახელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG