Accessibility links

სალომე ასათიანის ინტერVIEW ჰანს-ულრიხ გუმბრეხტთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW ჰანს-ულრიხ გუმბრეხტთან
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:29:35 0:00

რამდენად ეკისრებათ პასუხისმგებლობა კარლ მარქსსა და ფრიდრიხ ენგელსს იოსებ სტალინის ძალადობრივი პოლიტიკისა თუ საბჭოთა იმპერიაში ჩადენილი არაერთი სისასტიკისთვის? და რამდენად განაპირობებს ამ მოაზროვნეთა მიმართ დღევანდელ დამოკიდებულებას საბჭოთა ექსპერიმენტის გამოცდილება? როგორი იყო მარქსისა და მარქსიზმის კავშირი განმანათლებლობასთან, ლიბერალიზმის კლასიკურ კონცეფციებთან? რატომ არის, რომ წინა საუკუნეების რევოლუციებისგან განსხვავებით, აღმოსავლეთ ევროპაში 1989 წლის ცვლილებები მომავლის ახლებური ხედვის, საზოგადოების ახლებური კონცეფციების, უტოპიური მსოფლმხედველობის გარეშე მოხდა? რატომ მოჰყვა საბჭოთა კავშირის მსხვრევას უძრაობის ხანა პოსტსოციალისტურ კულტურებში − იქ, სადაც ცენზურის პირობებში გამორჩეულად საინტერესო კულტურულ პროცესებთან გვქონდა საქმე, ვთქვათ, ქართული კინოს, ან აღმოსავლეთგერმანული ლიტერატურის სახით? არის თუ არა კვდომის პროცესში კულტურა − იმ მნიშვნელობით, რომლითაც მას ვიცნობთ? და სად, რომელ სფეროებში უნდა ვეძიოთ კულტურული წარმოება დღეს? რა ამოძრავებდა ნობელის კომიტეტს, როცა ლიტერატურის დარგში თავისი პრემია ბობ დილანს მიაკუთვნა? ინტერVIEW-ს მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანი ამ საკითხებზე ესაუბრება სტენფორდის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორს, ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტიან ლიტერატურათმცოდნესა და კულტურის თეორეტიკოსს ჰანს-ულრიხ გუმბრეხტს.

XS
SM
MD
LG