27 სექტემბერს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა მესამე შუალედური ანგარიში სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვის ანუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. ამჯერად ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტები შეისწავლა და გაანალიზა. რა დარღვევებზე კეთდება აქცენტი ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშში და როგორია ამ დარღვევების პრევენციის გზები? რადიო თავისუფლება ამ საკითხებზე ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსების მონიტორინგის პროექტის ხელმძღვანელს ლევან ნატროშვილს ესაუბრა.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1