Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ალექსანდრე რუსეცკი, მარიამ გალდავა და ვარდო მეტრეველი


15 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: მარიამ გალდავა და ვარდო მეტრეველი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობა "2250"ის წევრები და ალექსანდრე რუსეცკი, ფსიქოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი. მათ ილაპარაკეს ახალგაზრდობის როლზე სამშვიდობო მოძრაობაში. 2250 არის გაეროს უშიშროების საბჭოს 2015 წლის 9 დეკემბრის რეზოლუციის ნომერი. რეზოლუცია ეხება ახალგაზრდების როლს კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში, მშვიდობის შენარჩუნებასა და დაპირისპირებული მხარეების შერიგებაში. რეზოლუციის ტექსტში გაეროს უშიშროების საბჭო მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს განიხილონ კონფლიქტების მოგვარებაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდობის ჩართვის გზები, გაითვალისწინონ ახალგაზრდობის მოსაზრებები, ინიციატივები, ჩართონ ისინი სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელებაში. "დილის საუბრების" სტუმრებმა ილაპარაკეს იმ სფეროებზე, რომლებშიც ახალგაზრდებს შეუძლიათ ეფექტიანად ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, მათ შორის - ვეტერანების მეტად ინტეგრაციას სამშვიდობო პროცესებში, მათ პრობლემებზე ზრუნვას, აგრეთვე კონფლიქტითა თუ სხვა მიზეზით გახლეჩილი ოჯახების წევრთა მოძიებას და ერთმანეთთან დაკავშირებას. 14 აგვისტოს საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობა "2250"-ის წევრებმა თავიანთი ინიციატივები გააცნეს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG