Accessibility links

20 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ანა დაბრუნდაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა მედიაგარემოსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ანა დაბრუნდაშვილის თქმით, ერთი საკითხია რა სარედაქციო პოლიტიკას ატარებს ესა თუ ის ტელეკომპანია და მეორე, მთავარი საკითხია ის, რომ იკვეთება ტელეკომპანიაზე ხელისუფლებისგან ზეგავლენის მცდელობა. ფორმალურად, "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შემთხვევაში კი რეფორმაზეა ლაპარაკი. ანა დაბრუნდაშვილი აღნიშნავს, რომ "რუსთავი 2"-ის მფლობელობაზე დავა ახალი არ არის და ამაზე პასუხი უნდა გაეცა მიუკერძოებელ სასამართლოს. საქმე ის არის, რომ კითხვები სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ჩნდება, რადგან "იკვეთება აქ უკვე ხელისუფლების ინტერესი და ჩნდება ეჭვები, საკმაოდ საფუძვლიანი, რომ ეს პროცესი არ არის მიუკერძოებელი". რაც შეეხება "საზოგადოებრივ მაუწყებელს", ანა დაბრუნდაშვილის თქმით, ამ ტელეკომპანიაში რეფორმის გატარების საჭიროებაზე სხვებთან ერთად მის ორგანიზაციასაც არაერთხელ აღუნიშნავს, "თუმცა, ამ ფორმით და ამ ტემპებით, როგორც ეს მიმდინარეობს და იმდენი შეკითხვის ფონზე, რაც არსებობს ამ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც არის საკმაოდ ზოგადი და ბუნდოვანი, ისევ მივდივართ იქამდე, რომ ეს პლატფორმაც, სადაც შეიძლება ისმოდეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი აქტუალური თემების შესახებ, მოაკლდება საზოგადოებას "რუსთავი 2"-ის ძალიან ძლიერ კრიტიკულ აზრთან ერთად", - ამბობს ანა დაბრუნდაშვილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG