Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: არჩილ ჩოფიკაშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: არჩილ ჩოფიკაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:45:56 0:00

21 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო არჩილ ჩოფიკაშვილი, ადვოკატი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა აფგან მუხთარლის საქმეზე და გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის 20 ივლისის ბრიფინგს. გადაცემის დასაწყისში არჩილ ჩოფიკაშვილმა ილაპარაკა აფგან მუხთარლის მდგომარეობაზე აზერბაიჯანის ციხეში. ადვოკატი საგანგაშოს უწოდებს მუხთარლის მდგომარეობას იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც აზერბაიჯანშია ადამიანის უფლებების დაუცველობისა და აზერბაიჯანის ციხეში არსებული პირობების თვალსაზრისით, იმ ინტერესის გამო, რაც აფგან მუხთარლის მიმართ აქვს აზერბაიჯანის ხელისუფლებას და თავად აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით,აფგან მუხთარლის ბოლო ერთი თვის განმავლობაში 16 კილო აქვს დაკლებული. მას საერთოდ არ მიეწოდებოდა სამედიცინო მომსახურება და მხოლოდ ევროსასამართლოსთვის ადვოკატების მიმართვისა და მოგვიანებით, სასამართლოს მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გაგზავნილი შეკითხვების შემდეგ, აფგან მუხთარლის გაუწიეს მინიმალური სამედიცინო მომსახურება. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აწუხებს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადება და საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს ციხეში სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. არჩილ ჩოფიკაშვილი თვლის, რომ ევროსასამართლოს ჩარევის გარეშე, მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის ძალიან არახელსაყრელი იყო მისი მოღვაწეობა და ამას გამოხატავდა კიდეც. ადვოკატმა განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის გატაცების მოტივი მისი პროფესიული საქმიანობა იყო და საქართველოში მიმდინარე გამოძიებამ უნდა გაითვალისწინოს ეს კონტექსტი. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, გრძელდება თვალთვალი აფგან მუხთარლის მეუღლეზე, რაზეც სამართალდამცავები არ რეაგირებენ. რაც შეეხება შს მინისტრის განცხადებებს, ადვოკატი თვლის, რომ გადაწყვეტილებები თანამდებობის პირთა მიერ პოსტებიდან დროებით გათავისუფლებისა და გამოძიების პროკურატურისთვის გადაცემის შესახებ, სწორია, მაგრამ - დაგვიანებული და აჩენს კითხვას - რატომ დასჭირდა მათ მიღებას ორი თვე? არჩილ ჩოფიკაშვილის შეფასებით, მოწმეთა რაოდენობა და საქმის მოცულობის ზრდა არ არის კრიტიკული საკითხი, არამედ მნიშვნელოვანია სწორი მოწმეების მოძიება და აფგან მუხთარლის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისა და მის მიერ საზღვრის გადაკვეთის გარემოებების დადგენა. ადვოკატი ადასტურებს ვიდეომასალის გაცნობის ფაქტს. ის თვლის, რომ ძალიან უცნაურია დროის საჭირო მონაკვეთებში კამერების უფუნქციობა და საზღვარზე არსებული კამერების დაზიანება. "რა ვიდეოჩანაწერებიც მოვითხოვე, ის ჩანაწერები არ გადმომცემია", - აცხადებს ადვოკატი. თითქმის ორი კვირის წინ შს მინისტრმა "იმედის კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის "კატეგორიულად გამორიცხავს" შს თანამშრომლების და რომელიმე ძალოვანი უწყების ჩართულობას აფგან მუხთარლის გაუჩინარებაში, რომ მას არ სჯერა ფორმიანი ადამიანების მიერ ჟურნალისტის გატაცების ფაქტის შემთხვევაში მოწმეების არარსებობის, "აშკარად დაუჯერებელია". არჩილ ჩოფიკაშვილი შენიშნავს, რომ 20 ივლისის ბრიფინგზე შს მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოძიებას არ აქვს უფლება გამორიცხოს რომელიმე ვერსია. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან ადვოკატების კომუნიკაციის ქრონიკასა და დღეისთვის არსებულ შედეგებზე. არჩილ ჩოფიკაშვილი თვლის, რომ გამოძიებამ ამომწურავი პასუხი უნდა გასცეს სამ კითხვას - ვინ დაგეგმა? ვინ დაუკვეთა და ვინ შეასრულა დანაშაული?

არჩილ ჩოფიკაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:04 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG