Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: არჩილ ხახუტაიშვილი


არჩილ ხახუტაიშვილი ეკომიგრაციაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:02 0:00

1 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო არჩილ ხახუტაიშვილი, "დემოკრატიის ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ეკომიგრაციის პრობლემაზე. 1 თებერვალს "ევროპის ფონდის" ორგანიზებით იმართება მეოთხე ფორუმი ეკომიგრაციის თემაზე და ის განსახლების საკითხებს შეეხება.

არჩილ ხახუტაიშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:34 0:00
გადმოწერა

არჩილ ხახუტაიშვილის ორგანიზაცია წლებია დაკავებულია ეკომიგრაციისა და ეკომიგრანტების პრობლემებით. "დილის საუბრებში" მან ილაპარაკა სახელმწიფოს წინაშე მდგარ ამოცანებზე როგორც კანონმდებლობის, ისე ეფექტიანი სისტემის შექმნისა და ეკომიგრანტების განსახლების კუთხით. არჩილ ხახუტაიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეიმუშაოს სტრატეგია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება როგორც განსახლების საჭიროების მქონე ადამიანების უზრუნველყოფის საკითხები, აგრეთვე პრევენციის ღონისძიებები. პრევენციაზე დახარჯული რესურსი სახელმწიფოს მოგვიანებით თავიდან ააცილებს გაცილებით დიდ ზარალს. "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება, რომ ბუნებრივ პროცესებში არასწორი ჩარევით მათ არ შექმნან ეკოლოგიური კატასტროფის რისკები, რისი მაგალითებიც აჭარაში იყო. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა საფრთხეების შესწავლის საკითხსა და რესურსების დეფიციტზე. არჩილ ხახუტაიშვილის შეფასებით, წლების განმავლობაში სახელმწიფოს არაადეკვატური, არათანმიმდევრული მოქმედების გამო, დღეს მწვავედ დგას ე.წ. ძველი ეკომიგრანტების საკითხიც.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG