Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: არმაზ ახვლედიანი


არმაზ ახვლედიანი

11 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო არმაზ ახვლედიანი. მან ილაპარაკა პარტია "ქართული ოცნების" დატოვების მიზეზებსა და პარტიული დემოკრატიის პრობლემებზე. მან თქვა, რომ "ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილის თხოვნით და იმ შეთანხმებით მივიდა, რომ პარტიის რეფორმირება მოხდებოდა. როგორც თავად ყვება, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ მას პარტიულ საქმეებზე მას აღარ დაკავშირებია. პარტიაში კი რეფორმის საკითხში მხარდამჭერი არ აღმოჩნდა. არმაზ ახვლედიანმა ილაპარაკა ზოგადად ქართულ პოლიტიკაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის იმაზე, რომ პოლიტიკური ასპარეზი ჩაკეტილია ახალი, იდეური ადამიანებისთვის. არმაზ ახვლედიანი თვლის, რომ უნდა გაირღვეს ჩაკეტილი წრე და ის საზოგადოებამ უნდა გაარღვიოს.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG