Accessibility links

20 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ავთანდილ სილაგაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მან ილაპარაკა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე ეკონომიკაში მოსალოდნელ სირთულეებზე. ავთანდილ სილაგაძემ განმარტა მიზეზები, რაც განაპირობებს ლარის კურსის ცვლილებას, ფასების ზრდას დღეს და აგრეთვე ისიც, თუ რა ეფექტს მოახდენს ფასებსა და მთლიანად ეკონომიკაზე საგადასახადო ცვლილებები, რომლებიც გასული კვირის ბოლოს მიიღო პარლამენტმა. სტუმარმა აღნიშნა, რომ სააქციზო საქონელზე ფასების ზრდა გამოიწვევს სხვა საქონელზე ფასების ზრდასაც. ავთანდილ სილაგაძე თვლის, რომ ერთია რა გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება და მეორე ის, რომ მისი გეგმები უნდა იყოს მკაფიო და თანმიმდევრული. ავთანდილ სილაგაძის თქმით, ალტერნატივა არ აქვს რეალური სექტორის განვითარების ხელშეწყობას. ის უარყოფითი ეფექტი კი, რასაც მოიტანს იგივე საგადასახადო ცვლილებები, მეტნაკლებად შეეხება ყველას. ფასების ზრდა განსაკუთრებით მტკივნეული იქნება პენსიონერებისა და საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობისთვის. მთლიანობაში, ფასების ზრდა გარკვეულწილად შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG