Accessibility links

31 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ბათუ ქუთელია, "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი. მან ილაპარაკა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე. ბათუ ქუთელიამ საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მაიკ პენსის ვიზიტის დანახვა გლობალურ კონტექსტში, როცა პოსტ "ცივი ომის" მსოფლიო წესრიგი რეალურად მოიშალა და დღეს საუბარია ახალი ტიპის მსოფლიო წესრიგის შექმნაზე და მასში აშშ-ის ლიდერობაზე - იმ ვითარებაში, როცა რუსეთი ითვლება მთავარა საფრთხედ. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაიკ პენსის ვიზიტის სწორედ ამ კონტექსტში გააზრება. ბათუ ქუთელია თვლის, რომ კონკრეტული დატვირთვა აქვს მაიკ პენსის ევროპული ტურნეს გეოგრაფიას: აშშ ხაზს უსვამს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და აშშ-ის ინტერესებშია ამ ქვეყნების განვითარება ეკონომიკურად, უსაფრთხოების კუთხით და მათი დემოკრატიის წარმატებულობა. ბათუ ქუთელიას განმარტებით, ახლანდელი ტურნეს არჩევანი (ესტონეთი-საქართველო-ჩერნოგორია) განაპირობა იმანაც, რომ მაიკ პენსი ჩადის ქვეყნებში, რომლებიც არიან უფრო მოწყვლადი რუსეთის საფრთხის მიმართ. "დილის საუბრებში" ბათუ ქუთელიამ ილაპარაკა აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ისტორიასა და საფუძვლებზე, აგრეთვე მიზანზე, რის მიღწევასაც აშშ ცდილობს კომპლექსური პოლიტიკით, რომელიც სანქციებსაც მოიცავს. რაც შეეხება საერთაშორისო სწავლებას - "ღირსეული პარტნიორი 2017", ბათუ ქუთელია აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იმისთვის, რომ მან შეძლოს რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავება და თავიდან აცილება. საქართველოს სამხედრო ძალის თავსებადობა მის დასავლელ პარტნიორებთან არის ძლიერი ფუნდამენტი სახელმწიფოს განვითარებისთვის და აგრეთვე იმისთვის, რომ საქართველოს შესწევდეს უნარი რუსეთის აგრესიის ეფექტიანად შეკავებისა და კონფლიქტის შემთხვევაში, შეჩერებისთვის - საერთაშორისო დახმარების მიღებამდე. ბათუ ქუთელიამ ილაპარაკა საქართველოს მიერ იმ არჩევნის გამოყენების მნიშვნელობაზე, რაც ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის პროცესში ისახება საქართველოსთვის: "ახალი გეოპოლიტიკური რეალობა არის ისეთი, რომ იქმნება ახალი მსოფლიო წესრიგი და ამ მსოფლიო წესრიგში ძალიან კარგი შანსი გვაქვს ჩვენც, რომ ეს ისტორიული "ფანჯარა" გამოვიყენოთ და, თუ პოტენციურად რაღაც ახალი წითელი ხაზი გაივლო, ან ახალი "რკინის ფარდა" ჩამოეშვა, ამჯერად აღარ მოვხვდეთ ამ ფარდის მეორე მხარეს, არამედ მოვხვდეთ თავისუფალ სამყაროსთან ერთად", - ამბობს ბათუ ქუთელია "დილის საუბრებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG