Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: დათო სიხარულიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: დათო სიხარულიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:43:04 0:00

3 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დათო სიხარულიძე, "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ამერიკელი სენატორების 1-2 იანვრის ვიზიტზე საქართველოში. ამ ვიზიტის და ზოგადად აღმოსავლეთევროპული ტურნეს დროს სენატორები ლაპარაკობდნენ რუსეთის წინააღმდეგ მეტი და უფრო მკაცრი სანქციების დაწესების განზრახვაზე და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად უფრო გამიზნული ნაბიჯების გადადგმაზე. დათო სიხარულიძემ განმარტა, რომ აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების და კანონმდებლების მიერ დაწესებული სანქციები განსხვავდება ერთმანეთისგან იმ თვალსაზრისით, რომ კონგრესის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმება პროცედურულად გაცილებით რთულია და მეტი ალბათობაა, რომ ხანგრძლივად იმოქმედებს. რაც შეეხება სენატორების განცხადებებს - რომ რუსეთმა უნდა მიიღოს პასუხი აგრესიული პოლიტიკის გამო, რომ 2017 წელი იქნება "შეტევის წელი" და ა.შ., დათო სიხარულიძე ფიქრობს, რომ აშშ-ს პოლიტიკოსებიც ხედავენ რუსეთის მიმართ ნახევარზომების გატარების არაეფექტიანობას.

დათო სიხარულიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:24 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG