Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ოთიაშვილი და კოკა ლაბარტყავა


დავით ოთიაშვილი და კოკა ლაბარტყავა
დავით ოთიაშვილი და კოკა ლაბარტყავა

27 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ დავით ოთიაშვილი, ექიმი-ნარკოლოგი, "ალტერნატივა ჯორჯიას" ხელმძღვანელი და კოკა ლაბარტყავა, "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" წარმომადგენელი. მათ ილაპარაკეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის უფრო ეფექტიანად ლობირებისთვის "საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" დაფუძნებაზე. „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“ არის ფართო საზოგადოებრივი დიალოგის ინიციატორი და სურს, რომ განხორციელდეს კოორდინირებული, მტკიცებულელებზე დაფუძნებული ინტერვენციები ნარკოპოლიტიკისა და გადამკვეთ სფეროებში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ. დავით ოთიაშვილმა და კოკა ლაბარტყავამ აღნიშნეს, რომ რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ პრობლემა არათუ შეამსუბუქა, არამედ გაამწვავა კიდეც. "დილის საუბრების" სტუმრებმა ილაპარაკეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის სწორად განმარტებისა და საზოგადოებასთან მიტანის მნიშვნელობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG