Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ოთიაშვილი და კოკა ლაბარტყავა


18 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ დავით ოთიაშვილი, ექიმი-ნარკოლოგი, დამოკიდებულების კვლევის ცენტრ "ალტერნატივა ჯორჯიას" ხელმძღვანელი და კოკა ლაბარტყავა, "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" წარმომადგენელი. ისინი არიან "ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" წევრები და სწორედ ამ პლატფორმის სახელით ილაპარაკეს ვითარებაზე, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციის გამო ფერხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. ერთ-ერთ ოპონენტად ისინი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარეს - იუსტიციის მინისტრს ასახელებენ, მაგალითად მისი ბოლოდროინდელი განცხადება და საბჭოს დაგეგმილი სხდომის გადადება მოჰყავთ. "დილის საუბრების" სტუმრებმა აღნიშნეს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობისგან განსხვავებით, გაცილებით წარმატებულია ეროვნული პლატფორმის კანონმდებლებთან თანამშრომლობის პროცესი. 16 ოქტომბერს "ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" წევრებმა წერილობით მიმართეს პრემიერ-მინისტრს და მას კანონპროექტზე მუშაობის პროცესში პირადად ჩართვისკენ მოუწოდეს და 2012 წლის საარჩევნო დაპირება შეახსენეს: "იმედი გვაქვს, რომ თქვენი ჩართულობა პოზიტიურ როლს შეასრულებს მიმდინარე პროცესებში და გაზაფხულზე მასობრივი დემონსტრაციის პარალელურად თქვენს მიერ გაკეთებული მოწოდება რეფორმის შემოდგომაზე დასრულებასთან დაკავშირებით ლოგიკურ დასასრულს მიაღწევს", - წერენ პრემიერ-მინისტრს ეროვნული პლატფორმის წევრები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG