Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკა გიგაური


14 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა სამთავრობო ცვლილებებზე. ეკა გიგაური ზოგადად მიესალმება საჯარო სამსახურის ოპტიმიზაციის იდეას, თუმცა, თვლის, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო იმისთვის, რომ ნათელი იყოს რამდენად ეფექტიანი იქნება პრემიერ-მინისტრის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" შეაფასებს როგორ აისახება სამთავრობო ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რამდენი თანხა დაიზოგება (თუკი დაიზოგება) სამინისტროების რაოდენობის შემცირებით. მნიშვნელოვანია აგრეთვე მეტის ცოდნა სამთავრობო ცვლილებების კონცეპტუალურ ნაწილზე. მთავრობის ახალი სტრუქტურა და შემადგენლობა ახლო მომავალში პარლამენტში განიხილება და საინტერესო იქნება ისიც - რა ხედვას წარმოადგენენ მინისტრობის კანდიდატები თავიანთი სფეროების განვითარებაზე.

ეკა გიგაური "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:50:54 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG