Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკა ქობესაშვილი


10 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა ქობესაშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი. მან ილაპარაკა გამოძიებასთან თანამშრომლობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე. ეკა ქობესაშვილმა განმარტა დანაშაულის შეუტყობინებლობის რაობა და ამ დანაშაულისთვის არსებული სასჯელი, რაც განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით. იურისტი თვლის, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს - რა შემთხვევაში ეკისრება დანაშაულის შეტყობინების ვალდებულება და პასუხისმგებლობა. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს, ეს შეიძლება იყოს მსოფლმხედველობრივიც და აგრეთვე ობიექტური პრობლემებით გამოწვეულიც - დანაშაულის შემსწრე ადამიანი შეიძლება შიშობდეს, რომ სამართალდამცავებისთვის ფაქტის შეტყობინების შემთხვევაში, ის საფრთხეში იგდებს თავს. ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ საჭიროა კანონში უფრო მკაფიოდ იყოს გაწერილი მოწმის დაცვის რეგულაციები. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ერთ-ერთ ძირითად პრობლემად თვლის სამართალდამცავთა მიმართ უნდობლობას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება გამოძიებასთან თანამშრომლობის მიმართ და იმ პირის მიმართ, ვინც ითანამშრომლა სამართალდამცავებთან. ეკა ქობესაშვილის აზრით, არ იქნება გამართლებული სამართალდამცავმა უწყებებმა გადაჭარბებული როლი დააკისრონ საზოგადოებას დანაშაულის გახსნაში. "დილის საუბრების" სტუმარმა განმარტა ის პირობები, რა შემთხვევაშიც პირს არ დაეკისრება, ან შეუმსუბუქდება პასუხისმგებლობა დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევაში.

ეკა ქობესაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:26:38 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG