Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკატერინე ლალიაშვილი და შალვა ოგბაიძე


ეკატერინე ლალიაშვილი და შალვა ოგბაიძე საგზაო უსაფრთხოებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:08 0:00

12 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ეკატერინე ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე და შალვა ოგბაიძე, თბილისის საკრებულოს წევრი და საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი. მათ ილაპარაკეს "საგზაო მოძრაობის კანონში" დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლებიც სამშაბათს მესამე მოსმენით განიხილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.

ეკატერინე ლალიაშვილი და შალვა ოგბაიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:15 0:00
Direct link

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ცვლილებების მიღება გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას, თუმცა, არის პოზიციები, რომელთა დაცვაშიც მეტი გაბედულების გამოჩენა შეეძლო ხელისუფლებას. ასეთ საკითხთა შორისაა საბავშვო სავარძლის სავალდებულოდ გამოყენება. ცვლილებების ცენტრალურ ნაწილად ითვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ასქულიანი სისტემა. სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა რაოდენობის ქულების ჩამოკლება. ერთი წლის განმავლობაში ასი ქულის ამოწურვის შემთხვევაში მძღოლს ჩამოერთმევა მართვის მოწმობა და თავიდან მოუწევს გამოცდის ჩაბარება. შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, რომ ჯარიმები და სანქციები მხოლოდ ნაწილია საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან ილაპარაკა საკითხის კომპლექსურობაზე და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს პასუხისმგებლობაზე. საუბარი შეეხო აგრეთვე ავტოავარიების გამომწვევი მიზეზებისა და პირობების გამოკვლევის მნიშვნელობას. ეკა ლალიაშვილმა ილაპარაკა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირების მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ 8-14 მაისს საქართველო მონაწილეობას მიიღებს გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG