Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკატერინე ლალიაშვილი


30 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკატერინე ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, ახლახან დანერგილი სიახლეების მნიშვნელობასა და ეფექტზე. ეკატერინე ლალიაშვილმა განმარტა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ფაქტორები და აღნიშნა, რომ მძღოლების პასუხისმგებლობის გარდა დიდია ქვეითების როლიც. რაც შეეხება რეგულაციებს, იქნება ეს ტექდათვალიერება თუ ტაქსების რეგულაცია, ეკატერინე ლალიაშვილის აზრით, ლაპარაკია ელემენტარულ მოთხოვნებზე (მაგალითად, სამუხრუჭე სისტემის მოწესრიგება), რაც პირდაპირ უკავშირდება მოძრაობის უსაფრთხოებას და ამაზე თანხის დაზოგვით მოქალაქე თავის თავსა და გარშემო მყოფებს საფრთხეში აგდებს. ამას გარდა, "დილის საუბრების" სტუმარი ლაპარაკობს მძღოლების ისეთ რისკიან ქცევაზე, რაც სრულებით არ უკავშირდება დამატებით ხარჯს და მხოლოდ კანონმორჩილების სფეროს განეკუთვნება (ღერძულა ხაზის გადაკვეთა, წესის დარღვევით გასწრება და ა.შ.). ეკატერინე ლალიაშვილი მნიშვნელოვან საკითხად თვლის აგრეთვე არასრულწლოვანი მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სპეციალური ბავშვის სავარძლების სავალდებულოობის შემოღებას. ამ იდეის პოპულარიზაციას მისი ორგანიზაცია აქამდეც ეწეოდა და მომავალშიც აპირებს კამპანიის გააქტიურებას. ეკატერინე ლალიაშვილის ბავშვი-მგზავრების დაუცველობის არგუმენტად მოჰყავს სტატისტიკა, როცა 2017 წლის მონაცემებით, საგზაო შეთხვევების დროს დაზიანებულთა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა შემცირებულია, თუმცა, გაზრდილია იმ ბავშვების რიცხვი, ვინც ავტოსაგზაო შემთხვევებს ემსხვერპლნენ.

ეკატერინე ლალიაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:52:22 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG