6 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გელა კვაშილავა, "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად შემოღების დეტალებზე. გელა კვაშილავამ ყურადღება გაამახვილა იმ რისკებზეც, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია სისტემის რეალურად და ეფექტიანად ამუშავებისთვის.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.