Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენადი არველაძე: "პირველ ეტაპზე შევარჩიეთ ის 6 ქვეყანა, სადაც რეალურ პოტენციალს ვხედავთ"


9 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გენადი არველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. მან ილაპარაკა 6 ქვეყანაში კომერციული ატაშეების დანიშვნის გადაწყვეტილებაზე. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე გამოაცხადა კონკურსი კომერციული ატაშეს თანამდებობაზე 6 ქვეყანაში: აშშ-ში, გერმანიაში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში. გენადი არველაძემ განმარტა, რომ ეს არის საპილოტე პროექტი და მთავრობა გეგმავს იმ ქვეყნების სიის გაზრდას, სადაც დაინიშნებიან კომერციული ატაშეები. მინისტრის მოადგილის განმარტებით, პირველ ეტაპზე შეირჩა ის მიზნობრივი ბაზრები, სადაც რეალური პოტენციალია ექსპორტის გაზრდისა და ინვესტიციების მოზიდვის მხრივ. გენადი არველაძე აღწერს კომერციული ატაშეს კერძო ბიზნესთან ურთიერთობის მექანიზმებს. ერთი მხრივ, ის იმუშავებს იმ კომპანიების წახალისებაზე, რომლებიც დაინტერესებული არიან ახალი ბაზრების მოძიებით, მეორე მხრივ კი - ინვესტორებთან, რომლებიც შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოთი. კომერციული ატაშეს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება ტურიზმი. პირი თანამდებობაზე დაინიშნება სამი წლით.

გენადი არველაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:23:45 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG