Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიგლა აგულაშვილი


26 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიგლა აგულაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. მან ილაპარაკა მყარი ნარჩენების მართვის საკითხზე. გიგლა აგულაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტები მუშაობენ მყარი ნარჩენების მართვის გეგმებზე, რომლებიც წლის ბოლომდე დამტკიცდება და მომავალი წლიდან დაიწყება მოქმედება.

გიგლა აგულაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:02 0:00
Direct link

დღეს ბევრი სოფლიდან მყარი ნარჩენები არ გააქვთ და მოსახლეობა იძულებულია როგორც და სადაც მოუხერხდება გადაყაროს ნარჩენები. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ავტომანქანებიდან ნარჩენების გადაყრის პრობლემას. გიგლა აგულაშვილის თქმით, ამ პრობლემასთან გამკლავებაში მნიშვნელოვანი ეფექტის მოხდენა შეუძლია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მანქანებზე ვიდეო-რეგისტრატორების დამონტაჟება. ამ გზით გადაღებული დარღვევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი. მინისტრმა ილაპარაკა ექსპერიმენტულ პროექტებზე, რომლებიც მყარი ნარჩენების მართვის ჩვევების დანერგვას ეხება. გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის საკითხებს. 25 აპრილს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტში წარადგინა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ ანგარიში, რომელშიც ასახულია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის განვითარება და მონიტორინგის შედეგები (ქალაქებისა და დამაბინძურებლების მიხედვით). გიგლა აგულაშვილის განცხადებით, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონე ისეთივეა, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG