Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ბურჯანაძე


გიორგი ბურჯანაძე, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელი

15 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ბურჯანაძე, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა გამოკვლევაზე "ეჭვმიტანილთა საპროცესო უფლებები საქართველოში", რომელიც ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოსა" და "ღია საზოგადოება მართლმსაჯულების ინიციტივის" მხარდაჭერით მომზადდა. გამოკვლევის ავტორებმა 2014-2015 წლებში შეისწავლეს დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობა და შეიმუშავეს რეკომენდაციები. თბილისში, თელავსა და ქუთაისში პოლიციის სამი განყოფილების მუშაობაზე დაკვირვებით პროექტის ფარგლებში დაქირავებულმა ექსპერტებმა გამოავლინეს პრობლემები, მათ შორის: ე.წ. "არაფორმალურად დაკავების" პრაქტიკა, დაკავებისას უფლებების არაჯეროვნად განმარტება, ხარვეზები დუმილის უფლების გამოყენებაში. გიორგი ბურჯანაძემ ილაპარაკა პირველადი დაკითხვისას იურიდიული დახმარების დანერგვის საჭიროებაზეც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG