Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი გობრონიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი გობრონიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:33:22 0:00

7 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი. მან ილაპარაკა საქართველოს სამხედროების მონაწილეობაზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. გიორგი გობრონიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სამხედროების მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში უკავშირდება საქართველოს საგარეოპოლიტიკურ არჩევანს და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს წვლილი შექონდეს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. რაც შეეხება მისიას ავღანეთში და ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის პირველობას ჯარისკაცთა რაოდენობით, გიორგი გობრონიძე თვლის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან, დასავლელი პარტნიორების მხარში დგომის გარდა, საქართველოს სამხედროები უდიდეს საბრძოლო გამოცდილებას იძენენ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობით. საქართველოს ამგვარი აქტივობა არის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი იმისთვის, რომ დასავლეთი დაეხმაროს საქართველოს. გიორგი გობრონიძე ლაპარაკობს ოკუპაციის მიმართ მგრძნობელობის გაზრდისა და საზოგადოების ერთიანობის საჭიროებაზე.

გიორგი გობრონიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:43 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG