Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი გობრონიძე


23 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი. მან ილაპარაკა ტერორიზმის საფრთხესა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სირთულეებზე. გიორგი გობრონიძე შეეხო კონტრტერორისტული ღონისძიებების საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხს. მისი თქმით, სახელმწიფო უწყებებიც და მედიაც უნდა შეეცადონ ხელი არ შეუწყონ შიშის და პანიკის გაღვივებას, რადგან სწორედ ეს არის ტერორიზმის მიზანი. რაც შეეხება 22 ნოემბრის სპეცოეპრაციას, გიორგი გობრონიძის შეფასებით, მისი ხანგრძლიობა განაპირობა ადგილმდებარეობის სპეციფიკამ - ქალაქის პირობებში, მჭიდროდ დასახლებულ ადგილას კონტრტეტორისული ოპერაციის ჩატარება რთულდება მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან აცილების ამოცანის გამო. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანია საზოგადოების უკეთესად ინფორმირება ამ კონკრეტული სპეცოპერაციის შესახებ. მეორე მხრივ, გიორგი გობრონიძემ ახსნა რატომ არის მნიშვნელოვანი ზოგადად - ტერორიზმისა და აგრესიის საფრთხეებზე მოსახლეობის ინფორმირება და მისთვის კრიზისულ ვითარებაში სამოქალაქო თავდაცვისთვის გამოსადეგი ელემენტარული უნარების სწავლება. საქართველოს მიმართ არსებულ საფრთხეებზე საუბრისას, გიორგი გობრონიძემ აღნიშნა, რომ "საქართველო ნაკლებად წარმოადგენს პირდაპირ სამიზნეს ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, თუმცა, ეს არ გვაძლევს საფუძველს, გამოვრიცხოთ საქართველოში ტერაქტების მოწყობის ალბათობა". ანალიტიკოსის თქმით, საქართველო მეტად მოწყვლადია უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ტერორისტული აქტების მიმართ. ტერორიზმის დაფინანსებაზე საუბრისას გიორგი გობრონიძემ აღნიშნა, რომ ამ სფეროში სულ უფრო აქტიურად გამოიყენება კრიპტოვალუტა, რაც მეტად ართულებს ტერორიზმის დაფინანსების მონიტორინგსა და კონტროლს. საუბრის დასასრულს გიორგი გობრონიძემ ილაპარაკა საერთაშორისო მისიებში საქართველოს სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

გიორგი გობრონიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:59:20 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG