Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი გოცირიძე


25 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გოცირიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი. საია აკვირდება გიორგი გიორგანაშვილის საქმის მიმდინარეობას. გიორგი გოცირიძის თქმით და საია-ს პრაქტიკის თანახმად, ვიდრე არ გამოქვეყნებულა მოსამართლის გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილი, საია სამართლებრივად არ აფასებს გიორგი გიორგანაშვილისთვის გამოტანილი განაჩენს. გიორგი გოცირიძე "დილის საუბრებში" ლაპარაკობს არსებული ნარკოპოლიტიკის შესაბამისობაზე ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებთან და ყვება ნარკოკანონმდებლობასთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე. ამ საკითხზე საია-მ 24 იანვარს განაცხადება გაავრცელა. გიორგი გოცირიძემ გაიხსენა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბექა წიქარიშვილის საქმეზე, აგრეთვე - 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სამი მოქალაქის (ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი, ლაშა გაგიშვილი) საქმეზე. საია აცხადებს: "მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 265 გრამი კანაფის ფლობისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაპროპორციულ და არაკონსტიტუციურ სასჯელად არ მიიჩნია, ამის მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სასჯელის მინიმალურ და მაქსიმალურ ზომაზე - თავისუფლების აღკვეთაზე ექვსიდან თორმეტ წლამდე. სწორედ იმის გამო, რომ შეუძლებელია იყო 6 წელზე ნაკლები ვადით ადამიანისათვის თავისუფლების აღკვეთა და იმავდროულად, უფრო მძიმე დანაშაულებისათვისაც კი შედარებით მსუბუქი სასჯელები იყო დადგენილი, 265 გრამი კანაფის შემთხვევაშიც, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა". გიორგი გოცირიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა გიორგი გიორგანაშვილის საქმის მოსამართლეს აძლევდა შესაძლებლობას მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით მსჯავრის გამოტანის ნაცვლად ეჭვქვეშ დაეყენებინა კანონის კონკრეტული მუხლის კონსტიტუციურობა და მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.

გიორგი გოცირიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:24:41 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG