Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი მიშელაძე


6 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი მიშელაძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე. მან ილაპარაკა პროგრამებზე, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობისთვის. გიორგი მიშელაძის თქმით, კოოპერატივების იდეა ბევრისთვის საბჭოთა პერიოდის კოლმეურნეობებთან ასოცირდება, რაც სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევს. იმ ოპონენტების პასუხად, ვინც თვლის, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა ბიზნესში, მათ შორის - სოფლის მეურნეობაში, არასწორია და კოოპერატივებიც ბუნებრივად უნდა განვითარდეს, გიორგი მიშელაძე ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის გარეშე განვითარებას დაელოდოს. სააგენტოს თავმჯდომარემ განმარტა კოოპერატივის შექმნის პრინციპი და პირობები, რა შემთხვევაშიც სახელმწიფო სხვადასხვა რესურსით (ფინანსური, ტექნიკური, საექსპერტო და ა.შ.) ეხმარება კოოპერატივებს. გიორგი მიშელაძემ ჩამოთვალა რეგიონები, სადაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები ყველაზე აქტიურად ერთიანდებიან კოოპერატივებში.

გიორგი მიშელაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:52:01 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG