Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი რუხაძე


გიორგი რუხაძე თურქეთის რეფერენდუმზე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:37 0:00

17 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი რუხაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი. მან ილაპარაკა თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე, რომელშიც ამომრჩეველთა 51 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც თურქეთში იცვლება მმართველობის სისტემა და ის პრეზიდენტის ხელში ექცევა. კრიტიკოსებს აშფოთებთ ერთი პირის ხელში დაუბალანსებელი ძალაუფლების მოქცევა და ის, რომ თურქეთი გადაუხვევს საერთაშორისო ვალდებულებებს - იქნება ეს ევროკავშირის კანდიდატობით თუ ევროსაბჭოს წევრობით გაპირობებული. გიორგი რუხაძე ხაზს უსვამს, რომ რეფერენდუმის შემდეგ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ თავიდან აიცილოს განხეთქილება და სამოქალაქო დაპირისპირება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე-მოწინააღმდეგეთა რაოდენობას შორის მცირე სხვაობაა. პოლიტოლოგი თვლის, რომ თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი ამ ეტაპზე არაფერს ცვლის საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში, რადგან ამ ორ ქვეყანას სრულიად განსაზღვრული საერთო ინტერესები აქვს. ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი არის ერთადერთი ნატოს წევრი ქვეყანა რეგიონში და საქართველომ არ უნდა შეცვალოს მის მიმართ პოლიტიკა. "ყველა კრიზისი შობს შესაძლებლობას", - ამბობს გიორგი რუხაძე და თვლის, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. პოლიტოლოგის შეფასებით, სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთში იქნება წითელი ხაზი დასავლეთისთვის. გიორგი რუხაძე იმედოვნებს, რომ თურქეთი არ გადადგამს ამ ნაბიჯს. უარესი სცენარის განვითარების შემთხვევაში, თურქეთი წავა იზოლაციისკენ და საქართველო რეგიონში დარჩება დემოკრატიისა და განვითარების ერთადერთ კუნძულად.

გიორგი რუხაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:57 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG