Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი რუხაძე


17 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი რუხაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი. მან ილაპარაკა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით შესრულებულ გამოკვლევაზე, რომლის ფარგლებში გასული წლის ბოლოს გამოკითხულთა 39% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 26% თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, 32%-ს შეფასებით კი - საერთოდ არ იცვლება. გამოკითხულთა 54% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხთა შორის პირველ ადგილზე ასახელებს სამუშაო ადგილებს, მეორეზეა - ფასების ზრდა/ინფლაცია (35%), მესამეზეა სიღარიბე (30%), რომელსაც მოსდევს პენსიები (25%) და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება (23%). გიორგი რუხაძე ხაზს უსვამს ტერიტორიული მთლიანობის, როგორც ეროვნული მნიშვნელობის საკითხის ნელ-ნელა უკანა პლანზე გადასვლას და ამის სავარაუდო მიზეზებზე ლაპარაკობს. ის ხელისუფლებას ურჩევს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გააქტუალურებას და თანმიმდევრული, ინტენსიური პოლიტიკის - "აგრესიული - ყოველდღიურ რეჟიმში კონკრეტული ქმედებებით გაჯერებული გეგმის" განხორციელებას ურჩევს. პოლიტოლოგი თვლის, რომ საზოგადოება ემხრობა, თუ - არა დასავლურ ინტეგრაციას, არ შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხად. შეკითხვაზე - ემხრობა, თუ არა ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხული პირი პასუხობს ღირებულებათა სისტემის არჩევნის საფუძველზე. გიორგი რუხაძე საინტერესოდ აანალიზებს დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე გამოკვლევის შედეგებს - დასახლებებისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მხარდაჭერის განსხვავებას, აგრეთვე მონაცემთა ცვლილების ბოლოდროინდელ დინამიკას.

გიორგი რუხაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:25:13 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG