Accessibility links

12 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გოგა ხატიაშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) პროექტის ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგზე.

2011 წლის ოქტომბრიდან დღემდე საიამ მსგავსი 9 ანგარიში წარმოადგინა და ახლაც აგრძელებს მონიტორინგს. ბოლო საანგარიშო პერიოდში - 2016 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით - მონიტორინგი განხორციელდა განახლებული მეთოდოლოგიით, რომელიც სხვა ზოგად საკითხებთან ერთად მოწყვლადი ჯგუფებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შეფასებასაც ითვალისწინებდა. გოგა ხატიაშვილმა აღწერა ძირითადი ტენდენციები, რაც საიას წარმომადგენლებმა გამოავლინეს სასამართლო პროცესებზე დაკვირვების პერიოდში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG