Accessibility links

21 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) იურისტი. მან ილაპარაკა სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგზე. საია 2011 წლიდან ახორციელებს სასამართლოს მონიტორინგის პროექტს და უკვე 11 ანგარიში მოამზადა. ბოლო ანგარიში ასახავს ვითარებას 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე. გოგა ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ მონიტორინგის შედეგებში აისახება სისხლის სამართლის პროცესებში არსებული როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები. საიას ანგარიშში ლაპარაკია არა მხოლოდ პრაქტიკის, არამედ საკანონმდებლო ხარვეზებზეც. "მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესებზე დაკვირვება, რომ ვნახოთ და შევაფასოთ როგორც პროკურატურისა და სასამართლოს საქმიანობა, ასევე ადვოკატთა ქმედებები და გამოვავლინოთ ის საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის სამართალწარმოების სრულყოფილად განხორციელებას და პროცესის მონაწილე პირების მიერ თავიანთი უფლებების ეფექტიანად დაცვას. ხარვეზების გარდა ჩვენი მიზანია აგრეთვე დადებითი ტენდენციების გამოვლენა", - ამბობს გოგა ხატიაშვილი. სამართალწარმოებაზე დაკვირვებამ საიას იურისტებს აჩვენა, რომ არსებობს როგორც ახალი გამოწვევები, აგრეთვე ისეთები, რომლებიც წლებია არსებობს და ამის მაგალითად გოგა ხატიაშვილს მოჰყავს: დაუსაბუთებელი აღკვეთის ღონისძიებები, მოსამართლის არასაკმარისი როლი სავარაუდო წამებისა და არასათანადო ფაქტების გამოვლენაში, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არარსებობა, დაკავების კანონიერებაზე ჯეროვანი სასამართლო კონტროლის არარსებობა და ა.შ.. გამოკვლევის დროს საიას იურისტები დააკვირდნენ 1200-მდე სასამართლო სხდომას და ესწრებოდნენ როგორც შემთხვევით შერჩეულ პროცესებს, ისე ე.წ. გახმაურებულ საქმეებს.

გოგა ხატიაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:26 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG