Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გოგა თუშურაშვილი


გოგა თუშურაშვილი საპატრულო პოლიციის საჯარიმო პოლიტიკაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:41:56 0:00

3 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გოგა თუშურაშვილი, IDFI-ს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა გამოკვლევაზე - "საპატრულო პოლიციის საჯარიმო პოლიტიკა - 2013-2016". გოგა თუშურაშვილმა მიმოიხილა ოთხი წლის განმავლობაში არსებულ სტატისტიკაზე და საჯარიმო პრაქტიკის მიმართებაზე დარღვევების რაოდენობასთან. გამოკვლევაში ცალ-ცალკეა მიმოხილული სხვადასხვა სახის დარღვევის სტატისტიკა. გოგა თუშურაშვილი განმარტავს, რომ მხოლოდ სანქციის გამკაცრება ნაკლებად შედეგიანია, თუკი არ არის ეფექტიანი აღსრულება. ანგარიშის ავტორი ასკვნის, რომ "ყოველწლიურად მზარდი სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა ეჭვქვეშ აყენებს საქართველოში საპატრულო პოლიციის მიერ დარღვევების აღსრულებაზე არსებული პოლიტიკის ეფექტიანობას". გოგა თუშურაშვილი შენიშნავს, რომ მზარდი შემთხვევები ხდება იმ ფონზე, როცა 2016 წელს 2015 წელთან შედარებით მკვეთრად (300 ათასით) იკლო საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ, რაც შესწავლილი სტატისტიკის მიხედვით არასწორი პარკინგის, ღვედის გამოუყენებლობის და სხვა - შედარებით დაბალფასიანი ჯარიმების შემცირებამ. ამის მიუხედავად ასევე მკვეთრად არ შემცირებულა საჯარიმო ქვითრებით დაკისრებული თანხა. ეს კი, გოგა შაქარიშვილის შეფასებით, დარღვევისთვის კვალიფიკაციის მინიჭებასთან არის დაკავშირებული. გოგა თუშურაშვილი თვლის, რომ საჯარიმო პოლიტიკა უკავშირდება წინასწარ დაგეგმილ საბიუჯეტო შემოსავლების ოდენობას. "დილის საუბრების" სტუმარი ძალიან მნიშვნელოვნად თვლის ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზების კვლევასა და ანალიზს, აგრეთვე ე.წ. "შავი წერტილების" გამოვლენას და მოსახლეობის სისტემატურ ინფორმირებას ასეთი ადგილების შესახებ.

გოგა თუშურაშვილი "დილის საუბრები"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:38 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG