Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: გურამ იმნაძე, მარიამ მხატვარი და ლიკა ჯალაღანია


22 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: გურამ იმნაძე, მარიამ მხატვარი და ლიკა ჯალაღანია, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) იურისტები. ისინი გამოეხმაურნენ ადამიანის უფლებათა სფეროში "ამნესტი ინტერნეიშენალის" ყოველწლიურ ანგარიშში დასახელებულ საკითხებსა და მოვლენებს. 22 თებერვალს გამოქვეყნდა "ამნესტი ინტერნეიშენალის" ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. პრობლემებს შორის ანგარიშში გამოყოფილია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ნაკლებობა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცალკეულ საქმეებზე ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილებების გამოტანა. ავტორები წერენ აგრეთვე სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებსა და მათი გამოძიების არაეფექტიანობაზე, ამასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე. ნაშრომში აგრეთვე წაიკითხავთ: პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების, ე.წ. "კორცხელის ინციდენტის", "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა დაკავების, ე.წ. "კაბელების საქმეში" ბრალდების დაუსაბუთებელი პოზიციის, ვანო მერაბიშვილის სარჩელზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების, დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმის, კონსტიტუციაში ქორწინების ქალისა და კაცის ერთობად განმარტების მცდელობის, ლგბტი თემის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკასა და არაეფექტიანი გამოძიების შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG