Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გურამ იმნაძე


25 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გურამ იმნაძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) იურისტი. მან ილაპარაკა 22-24 დეკემბერს ჩატარებულ საპოლიციო კონტროლისა და სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების საფუძვლებსა და შედეგებზე. გურამ იმნაძემ აღნიშნა, რომ თავად კანონი "პოლიციის შესახებ", რომელიც განსაზღვრავს სპეციალური საპოლიციო კონტროლის საფუძვლებსა და წესს, არის ხარვეზიანი, რადგან ის არ ზღუდავს არეალსა და ფარგლებს, რომელშიც უნდა განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები. კანონის მიხედვით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება "თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა". გურამ იმნაძე ხარვეზიანად თვლის შს მინისტრის ბრძანებას, რომლის საფუძველზეც საპოლიციო კონტროლის პერიოდში ნებისმიერი მოქალაქე შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა სპეციალურ საპოლიციო კონტროლს. EMC-ს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული ე.წ. "საპოლიციო რეიდების" მომწესრიგებელი კანონმდებლობა. ორგანიზაცია აგრეთვე აპირებს საერთო სასამართლოებში გაასაჩივროს 22-24 დეკემბრის საპოლიციო კონტროლისა და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ შს მინისტრის ბრძანება და დაამტკიცოს მისი კანონთან შეუსაბამობა. "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო EMC-ს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ადამიანის უფლებების იურისტი - სოფო ვერძეული, რომელმაც ილაპარაკა პოეტ ზვიად რატიანის ცემის საქმეზე. EMC იცავს ზვიად რატიანის ინტერესებს როგორც მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლებით), ისე სამართალდამცავთა მიერ შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომის საქმეში, რომელშიც ზვიად რატიანი ჯერ არ არის ცნობილი დაზარალებულად. ის 24 დეკემბერს პროკურატურაში დაიკითხა. სოფო ვერძეულმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პოლიციამ სრულად წარმოადგინოს ზვიად რატიანთან დაკავშირებული ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო დაეყრდნობა არა ფრაგმენტულ ინფორმაციას, არამედ სრულ ჩანაწერს.

გურამ იმნაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:30:55 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG