Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: გურამ იმნაძე


25 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გურამ იმნაძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი. EMC არის ერთ-ერთი ორგანიზატორი ხუთშაბათს პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილი აქციისა - "ყველა ერთისთვის!". გურამ იმნაძემ ილაპარაკა გიორგი გიორგანაშვილის ("ბახალა") საქმესა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეთა არგუმენტებზე. "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, მყარი მტკიცებულებების არარსებობის გათვალისწინებით, ყველასთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის გადაწყვეტილება გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე. გარდა ამისა, გურამ იმნაძემ თქვა: "ცხადია, ყველაფერს განაპირობებს კონტექსტი და მთელი ეს აღშფოთება და საზოგადოებრივი ბრაზი, რაც დღეს ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში დაილექა და დღეს მოხდა ერთიანად გამომჟღავნება. შეგვიძლია გავიხსენოთ არაერთი საქმე, როცა საპოლიციო ძალადობის და ამ ძალადობისთვის ნარკოპოლიტიკის ინსტრუმენტად გამოყენების პირობებში ძალიან ბევრი ადამიანი გაუბედურდა, დაიჩაგრა უსამართლოდ და მთელ ამ პროცესებზე პასუხი, სამწუხაროდ, არავის უგია". გურამ იმნაძემ განმარტა, რომ სრულიად მცდარად იგივდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მხარდაჭერა ნარკომოხმარების გავრცელების მხარდაჭერასთან. "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, ნარკომომხმარებელთა მიმართ რეპრესიული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ. გურამ იმნაძის თქმით, საჭიროა იმ რისკების გამოაშკარავება და პრევენცია, რაც უკავშირდება ნარკოტიკების მოხმარების გავრცელებას.

გურამ იმნაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:24:24 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG