Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ინა ინარიძე და კოკა ლაბარტყავა


24 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ინა ინარიძე, "მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის" წარმომადგენელი და კოკა ლაბარტყავა, ორგანიზაციების - "ახალი ვექტორისა" და "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" წარმომადგენელი. მათ ილაპარაკეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გამოწვევებზე. სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს პროგრამით ინექციური ნარკომომხმარებლების ეფექტიანად მოცვის ამოცანასა და სათემო ორგანიზაციების, თანაბარგანმანათლებლების როლზე. ბოლო გამოკვლევებით, ინექციურ ნარკომომხმარებლებში C ჰეპატიტის გავრცელება 49%-ია. კოკა ლაბარტყავას თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ზღუდავს ნარკომომხმარებლებს ჩაერთონ პროგრამაში, რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა. ინა ინარიძემ ილაპარაკა სახელმწიფოს როლზე თავდაპირველი და შემდგომი დიაგნოსტიკა-მონიტორინგის ხარჯების დაფარვაში. "დილის საუბრების" სტუმრები აღნიშნავენ, რომ ხშირად ადამიანებს დიაგნოსტიკის ხარჯების ნაწილის დაფარვის საშუალებაც არ აქვთ, რის გამოც ვერ ერთვებიან პროგრამაში. კოკა ლაბარტყავას თქმით, მუნიციპალიტეტების როლის მასშტაბი ამ პროცესში არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ მათ ინიციატივაზე, არამედ უფრო თანმიმდევრული და სისტემური უნდა იყოს. ინფიცირებული მოქალაქეების გამოვლენისა და მკურნალობით მათი მაქსიმალურად მოცვის გარეშე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საბოლოო ამოცანა მიუღწეველი იქნება.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG