Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ინა ინარიძე


ინა ინარიძე C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:38:59 0:00

17 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ინა ინარიძე, "მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა C ჰეპატიტის ელიმინაციის ხუთწლიანი ეროვნული სტრატეგიის შესახებ. დოკუმენტი მთავრობის 16 აგვისტოს სხდომაზე დამტკიცდა და განსაზღვრავს 2016-2020 წლების მიზნებსა და მათი მიღწევის გზებს. გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, რომელმაც ილაპარაკა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებზე. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიზნის ეფექტიანად მიღწევისთვის მხოლოდ მედიკამენტის ჩამოტანა და პაციენტისთვის გადაცემა არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია დაავადების პრევენციაზე ზრუნვა, აგრეთვე სკრინინგით მოსახლეობის მაქსიმალურად მოცვა, ეპიდსიტუაციის შეფასება და ა.შ.. სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯად ვალერი კვარაცხელიამ დაასახელა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლითაც ყველა პაციენტი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს, გამოკვლეული იქნება C ჰეპატიტზე. უკვე სამი თვეა, რაც ყველა ორსული და მშობიარე გადის C ჰეპატიტზე სკრინინგს. პროგრამის უმთავრესი გამოწვევა მოსახლეობის სკრინინგით და დაავადებულთა მკურნალობით მაქსიმალური მოცვაა. ინა ინარიძემ ყურადღება გაამახვილა პრევენციის საკითხზე, რადგან ეს მნიშვნელოვანია რეინფექცირების ტალღის თავიდან ასაცილებლად. მან ილაპარაკა აგრეთვე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ნარკომომხმარებელთა მაღალი მოცვის მისაღწევად და გამოთქვა იმედი, რომ მომავალში ჯანდაცვისა და სამართალდამცავი უწყებები შეთანხმებულად იმოქმედებენ C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიის განხორციელებისთვის. ინა ინარიძემ ყურადღება გაამახვილა ზიანის შემცირების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან სახელმწიფოს ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ინა ინარიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:15 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG