Accessibility links

12 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირაკლი მჭედლიშვილი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი. მან ილაპარაკა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე. ირაკლი მჭედლიშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის აქტივობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილზე დაძაბულობის შენარჩუნების გარდა, იყოს სიგნალი დასავლეთისთვის - რომ რუსეთს აქვს რეალური ბერკეტი რეგიონში, რითაც შეუძლია კავკასიისა და შუა აზიის იზოლაცია დასავლეთისგან: "რუსეთი როცა აქ რაღაც ნაბიჯებს დგამს, ამას ბევრი განზომილება აქვს, მათ შორის - საერთაშორისო. არ არის გამორიცხული, რომ მას რაღაც საკითხთან დაკავშირებით ჰქონდეს პრობლემა, ვთქვათ, შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და ამ დროს აქ აჩვენებს თავის ძალას, რომ - იქ თუ არ გამოვა, აქ მოვიქცევი ცუდად". ირაკლი მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის დღევანდელი მოქმედება საქართველოში არის "მისი მეთოდების კრებულიდან" და გაიხსენა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მოვლენები, კონკრეტულად - გერმანიის გაყოფა და ბერლინის კედლის აშენება. "დილის საუბრების" სტუმარმა ყურადღება გაამახვილა 2008 წლის აგვისტოს ომის წინაპირობების, მისი მიმდინარეობისა და შედეგების სრულფასოვანი შესწავლა-გამოძიების მნიშვნელობაზე. ირაკლი მჭედლიშვილმა ილაპარაკა დასავლელი პარტნიორების მიერ გადადგმული საქართველოს მხარდამჭერი ნაბიჯების დინამიკაზე 2008 წლიდან დღემდე. რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის ადგილს საერთაშორისო დღის წესრიგში, ირაკლი მჭედლიშვილი ამ ორს არ ადარებს: "2012 წლამდე უკრაინის პრობლემა უბრალოდ არ იყო. უკრაინას ვერ შევადარებთ საქართველოს 2012 წლამდე. ჩვენ უნდა შევადაროთ ჩვენსავე მდგომარეობას - რა გვქონდა 2012 წლამდე და რა გვაქვს დღეს. ვხედავთ, რომ დღეს პროგრესი არის". სტუმარი იქვე შენიშნავს, რომ უკრაინის საკითხი კიდევ უფრო მწვავედ გამოჩნდა მსოფლიოს თვალში იმის გამო, რომ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას წინ უსწრებდა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ამასთან, უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საქართველოსთვისაც დადებითად მუშაობს. კითხვაზე - წარმოგიდგენიათ, თუ არა რუსეთის გასვლა საქართველოს ტერიტორიიდან? ირაკლი მჭედლიშვილი პასუხობს: "წარმომიდგენია და წარმომიდგენია ისე, როგორც ნანახი მაქვს ზრდასრულ ასაკში - როგორც საბჭოთა კავშირმა გაიყვანა ჯარები კომუნისტური ევროპიდან, ავღანეთიდან, საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან და მათ შორის - საქართველოდან. აი, ასე წარმომიდგენია".

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG