Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი პეტრიაშვილი


ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე

11 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თვმჯდომარე. მან ილაპარაკა ტყიბულში 9 მაისს 4 მაღაროელის დაღუპვის ფაქტზე და აღნიშნა, რომ პროფკავშირების გაერთიანებამ უკვე გამოაქვეყნა პირველადი დასკვნა. ირაკლი პეტრიაშვილის შეფასებით, მომხდარი არის სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის შედეგი. "4 ჩვენი თანამემამულე, ჩვენი ძმა გახდა მსხვერპლი კორპორაციული სიხარბის, გახდა მსხვერპლი ბიზნესდიქტატურის, საბაზრო ფუნდამენტალიზმის, ნეოლიბერატრიანიზმის "წმინდა იდეოლოგიის" და გახდა მსხვერპლი იმ გულგრილობის, რაც საზოგადოებას აქვს აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა "დილის საუბრების" ეთერში. პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელი ჩართულია იმ კომისიის მუშაობაში, რომელიც იძიებს 9 მაისს მომხდარის გარემოებებს. ირაკლი პეტრიაშვილი ამ ეტაპზევე აცხადებს, რომ მან ზუსტად იცის - იმ მოწყობილობას, რომელზეც მაღაროელები იდგნენ, არ ჰქონდა ქმედითი ჩამკეტი საშუალება. გაერთიანების თავმჯდომარე ფარსს უწოდებს შრომის ინსპექტირების დღეს არსებულ სისტემას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG