Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ქეთევან ვაშაკიძე


ქეთევან ვაშაკიძე სურსათის უვნებლობის საკითხებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:41:53 0:00

6 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ქეთევან ვაშაკიძე, "ევროპის ფონდის" პრეზიდენტი. მან ილაპარაკა სურსათის უვნებლობის საკითხებზე - კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე საქართველოში. "ევროპის ფონდი" ევროინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში წლებია მუშაობს სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ამ კონტექსტში წელს უკვე მეოთხედ აცხადებს კონკურსს - "საუკეთესო სასურსათო საწარმო", რომელში მონაწილეობაც შეუძლია საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერ კომპანიას, რომელიც აწარმოებს ან ყიდის სასურსათო პროდუქციას. კონკურსში მონაწილე კომპანიებში წელიწადში სამჯერ უსასყიდლოდ ჩატარდება ლაბორატორიული შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში ისინი კვალიფიციური ექსპერტებისგან მიიღებენ რეკომენდაციებს საწარმოო პროცესის ორგანიზებაზე. სულ ახლახან "ევროპის ფონდის" დაკვეთით მომზადდა ანგარიში - "სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ხელისუფლების გააქტიურებისა, ის მაინც ეტაპობრივად ახორციელებს რეფორმებს სურსათის უვნებლობის სფეროში. ქეთევან ვაშაკიძემ ილაპარაკა ხელისუფლებისთვის მომზადებულ ზოგიერთ რეკომენდაციაზე, მათ შორის: სურსათის უვნებლობის სფეროში კონტროლის ეფექტიანობისთვის მეტი კვალიფიციური პერსონალის მომზადების საჭიროებაზე, სრულფასოვანი ინფორმაციის დეფიციტზე, სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველყოფის პრობლემაზე.

ქეთევან ვაშაკიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:38 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG