Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ქეთი მეზვრიშვილი


5 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ქეთი მეზვრიშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი. მან ილაპარაკა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმისთვის შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე. ქეთი მეზვრიშვილმა წარმოადგინა იმ ორგანიზაციების პოზიცია, რომლებიც გაერთიანებული არიან კოალიციაში "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის". ქეთი მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ზოგადად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა არის ცალსახად დადებითი მოვლენა. "დილის საუბრების" სტუმრის განმარტებით, ცვლილებების წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი ბუნების მატარებელი დარღვევების სისხლის სამართლის კოდექსში გადატანასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელი საპროცესო გარანტიების დადგენის უზრუნველყოფას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG