Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: კორნელი კაკაჩია და ლევან ცუცქირიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: კორნელი კაკაჩია და ლევან ცუცქირიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:37:43 0:00

12 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ პოლიტოლოგები: კორნელი კაკაჩია და ლევან ცუცქირიძე. მათ ილაპარაკეს აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. საუბარი შეეხებოდა ბარაკ ობამას გამოსათხოვარ სიტყვასა და დონალდ ტრამპის 11 იანვრის პრესკონფერენციის დროს გაკეთებულ აქცენტებს. კორნელი კაკაჩიამ და ლევან ცუცქირიძემ ისაუბრეს აშშ-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივასა და გამოწვევებზე. კორნელი კაკაჩია თვლის, რომ ამ ურთიერთობებში ცვლილებებს ექნება გარკვეული ფასი და საკითხავი ის არის, ვინ გადაიხდის ამ ფასს - აშშ, თუ მისი მოკავშირეები და პარტნიორები? "დილის საუბრების" ნაწილი დაეთმო საქართველოს დღის წესრიგს აშშ ახალი ადმინისტრაციის მოლოდინის კონტექსტში. ლევან ცუცქირიძე თვლის, რომ საქართველომ მეტი რესურსი უნდა დახარჯოს საგარეო პოლიტიკაზე, დიპლომატიური სამსახურის გაუმჯობესება-გააქტიურებაზე.

კორნელი კაკაჩია და ლევან ცუცქირიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:38 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG