Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: კორნელი კაკაჩია


კორნელი კაკაჩია გერმანია-საქართველოს ურთიერთობებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:44 0:00

2 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კორნელი კაკაჩია, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი, თსუ-ს პროფესორი. მან ილაპარაკა გერმანია-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაზე, დღევანდელ რეალობასა და გამოწვევებზე.

კორნელი კაკაჩია "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:13 0:00
გადმოწერა

კორნელი კაკაჩიამ გაიხსენა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების საწყისი პერიოდი, მიმოიხილა სხვადასხვა ეტაპი და ფაქტორები, რაც განაპირობებდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და პირიქით - შედარებით განელებას. პოლიტოლოგმა ილაპარაკა გერმანიის როლზე, მისი პოზიციის წონაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და ხაზი გაუსვა გერმანიასთან ურთიერთობებისა და კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობას. სტუმრის თქმით, თუკი გერმანია ან საფრანგეთი დარწმუნებული იქნებიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადასვლის საფუძვლიანობაში, ისინი ადვილად შეძლებენ ევროკავშირის და ნატოს სხვა წევრების დარწმუნებასაც. კორნელი კაკაჩიამ გაიხსენა გერმანიის აქტივობა 2008 წლის ომამდე და შემდგომ პერიოდში, აგრეთვე ილაპარაკა გერმანია-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელ ინტერესებზე.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG