Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: კორნელი კაკაჩია


13 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კორნელი კაკაჩია, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) დირექტორი. მან ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებასა და მისი პოლიტიკური აქტივობის შესაძლო ასპარეზზე. კორნელი კაკაჩია განმარტავს იმ სირთულეებს, რაც არის უკრაინის შიდაპოლიტიკურ სცენაზე. პოლიტოლოგი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გზავნილები სწორია და ეხმიანება უკრაინის რეალურ გამოწვევებს, თუმცა, ხსნის იმასაც, რამაც ხელი შეუშალა მიხეილ სააკაშვილის ქცევას უკრაინის საერთოოპოზიციურ ლიდერად. არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გზავნილები მის პოლიტიკურ გეგმებზე, რომლებიც არ უკავშირდება ერთ ქვეყანას: "თვითონ რა უნდა, ეს არის გასარკვევი და სად მოიაზრებს თავს მომავალში", ეუბნება "დილის საუბრებს" პოლიტოლოგი. კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ დასავლეთმა აღიარა მიხეილ სააკაშვილის მიღწევები მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თუმცა, ასევე დაინახა გამოწვევები, რომლებიც ასევე მის სახელს უკავშირდება. ამასთან, "დილის საუბრების" სტუმრის აზრით, მიხეილ სააკაშვილმა სწორი დიაგნოზი დაუსვა უკრაინას და ამას აფასებს უკრაინის საზოგადოების ნაწილი, რომელიც მას მხარს უჭერს. კორნელი კაკაჩიას შეფასებით, უკრაინაში არ არის რევოლუციური სიტუაცია, რაზეც იმედს ამყარებდა მიხეილ სააკაშვილი.

კორნელი კაკაჩია "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:22:28 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG