Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან ჩაჩუა


სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან ჩაჩუა
please wait

No media source currently available

0:00 0:16:58 0:00

6 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ჩაჩუა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების - "ქართული იდეის" (N18) თავმჯდომარე. "როდესაც 2013 წელს პარლამენტის მიერ აღიარების შემდეგ, პოლიტპატიმრებმა დავტოვეთ საპყრობილე, ისევე, როგორც მთელ ქართულ საზოგადოებას, ჩვენც გვქონდა ძალიან დიდი იმედი, რომ ჩვენი ქვეყანა ნორმალურად განვითარდებოდა. თუმცა, აი, ამ კოჰაბიტაციამ განაპირობა ის, რომ ჩვენ უკვე აქტიურად ჩავრთულიყავით არა მხოლოდ საზოგადოებრივ, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში", - ამბობს ლევან ჩაჩუა. ის ასე განმარტავს პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდებას - "ქართული იდეა": ""ქართული იდეა" მოიცავს ძალიან დიდ იდეოლოგიას. "ქართულ იდეაში" შედის, პირველ რიგში, სიყვარული ღმერთის, სამშობლოსი, მოყვასის, ადამიანის, ოჯახის - როგორც ქვაკუთხედის სახელმწიფოსი და გულისხმობს იმას, რითაც ჩვენი წმინდა წინაპრები მიდიოდნენ და გაგვიკვალეს გზა. ჩვენ ახალი ველოსიპედი გამოსაგონი არა გვაქვს. გვქონდა ისეთი პერიოდები ისტორიაში, როდესაც ქვეყანა იყო ზნეობრივად ამაღლებული, სულიერად ამაღლებული, ღმერთი ეწეოდა ესეთ ქვეყანას და ყოველთვის ათჯერ მეტ მტერზე ამარჯვებინებდა და ეკონომიკურად ძლიერსაც ინარჩუნებდა ქართველი კაცი თავის ქვეყანას და პოლიტიკურადაც". ლევან ჩაჩუა ლაპარაკობს ხელისუფლების შეუსრულებელ დაპირებებზე და ამის გამო იმედგაცრუებაზე. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა დაბალანსებული პოლიტიკის აუცილებლობას: "სად არის ბალანსი და ჩვენ უნდა დავილაპარაკოთ რუსეთთან, თუ ჩვენ გვინდა ტერიტორიების აღდგენა".

ლევან ჩაჩუა "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:16:48 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG