4 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" მონაწილეობა მიიღო პოლიტოლოგმა ლევან ცუცქირიძემ. მან აღნიშნა, რომ უმთავრესია ვითარებიდან გამოსავლის იმპულსი წამოვიდეს თავად კონფლიქტში მონაწილე მხარეებისგან. რაც შეეხება მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების ფართომასშტაბიანი ომში გადაზრდის საფრთხეს, ლევან ცუცქირიძე თვლის, რომ სამხედრო ესკალაციის კონტროლი ურთულესი საქმეა. თუმცა, ამავე დროს აღნიშნა, რომ დღეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის გაღვივება არ შედის დიდი მოთამაშეების ინტერესებში და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მოახერხებენ მხარეებზე ეფექტიან ზეწოლას.
დაწერეთ კომენტარი