Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან გერაძე


ლევან გერაძე, "მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს" ხელმძღვანელი

18 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" პირველ ნაწილში "მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტ - საქართველოს" ხელმძღვანელი - ლევან გერაძე გამოეხმაურა 1993 წელს აფხაზეთში დაღუპული 25 ადამიანის ნეშტის მოძიების, თბილისში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ფაქტს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 2010 წლიდან დღემდე 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტის მოძიება, რომელთაგან 126 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს. გასული საუკუნის 90-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანი უთვლება უგზოუკვლოდ დაკარგულად. ლევან გერაძემ ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის მიერ წარმართულ პროცესში მხარეთა კეთილ ნებას - ითანამშრომლონ ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაში. "დილის საუბრების" რესპონდენტმა ილაპარაკა სამშვიდობო პროცესის შენარჩუნებაში საზოგადოების როლზე, ურთიერთობის სხვადასხვა არხების მოფრთხილებასა და ხანგრძლივად შენარჩუნებაზე, მშვიდობის დასაზღვევად.

ლევან გერაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:25:48 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG